მეფუტკრეობა

პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოების  მიმართულებით ისეთი პირების მომზადება, რომლებიც შრომის უსაფრთხოების ნორმების და სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვით  შეძლებენ თაფლის მიღება/გამოწურვას, მის პირველად დამუშავებასა და  შენახვას, თაფლის შეფასებას და სარეალიზაციოდ მომზადებას.

პროგრამით გათვალისწინებულია როგორც თეორიული ცოდნის შეძენა ,ასე პრაქტიკული  უნარების განვითარება.

Bees flying around beehive

სილაბუსი

  • თაფლის შემადგენლობა, ორგანოლეპტიკური, მახასიათებლები;
  • თაფლის ფიზიკური და ქიმიური თვისებები
  • თაფლის სამკურნალო და სარგებლო თვისებები
  • თაფლის კვებითი ღირებულება
  • თაფლის მიღების სადღეღამისო ნორმა
  • თაფლის მიღების უკუჩვენებები
  • თაფლის თაფლის ხარისხის კრიტერიუმები: ორგანოლეპტიკური, ფიზიკური და ბიოქიმიური მაჩვენებლები.
  • ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები: ფერი, სუნი, გემო
    თაფლის სიმწიფე
    ხელოვნური თაფლი
  • თაფლის ფალსიფიკაცია
    თაფლის ფერი: მერყეობს ღია ქარვისფერიდან მუქ წაბლისფერამდე;
  • თაფლის ნაირსახეობები: წიწიბურას თაფლი, აკაციის თაფლი, მზესუმზირის თაფლი, მანანის (Calluna, Вереск, Wrzos) თაფლი, რაფსის (Rapeseed, Рапс, Rzepak) თაფლი, წაბლის თაფლი, ფათალოს თაფლი
  • სხვადასხვა სახეობის თაფლის დეგუსტაცია.
  • მეფუტკრეობისათვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
  • ფუტკრის ოჯახი, მისი შემადგენელი ნაწილები და მათი ურთიერთდამოკიდებულება:
  • ფუტკრის ოჯახის წლიური განვითრების სტადიები (სეზონური ციკლურობა)
  • I სტადია – გამოზამთრებული ფუტკრის შეცვლა;
  • II სტადია – ოჯახის ინტენსიური ზრდა
  • III სტადია – ახალგაზრდა დაუსაქმებელი ფუტკრის დაგროვება
  • IV სტადია – ნაყარობა (ფუტკრის ოჯახის გამრავლება);
  • V სტადია – მთავარი ღალიანობა;
  • VI სტადია – ოჯახის ზამთრისთვის მზადება
  • VII სტადია – ოჯახის ზამთრობა (უბარტყო პერიოდი)
  • თაფლის წარმოებისა და ფუტკრის ოჯახების მოვლის ტექნოლოგიური რუქა , ჩასატარებელი ღონისძიებები თვეების მიხედვით (იანვარი-დეკემბერი);
  • მეფუტკრეობის პროდუქტები: თაფლი, დინდგელი, ყვავილის მტვერი, ცვილი, ფუტკრის სადედე რძე, ფუტკრის შხამი და სხვა

 

  • თაფლის წარმოება-რეალიზაციის ძირითადი ეტაპები: თაფლის გამოწურვა, პირველადი დამუშავება, დაფასოება, შენახვა, შეფასება, სარეალიზაციოდ მომზადება
  • ხარისხიანი თაფლის მიღებაზე მოქმედი ფაქტორები: გამოწურვის დრო, ტენიანობა;
  • თაფლის გამოწურვისთვის საჭირო აღჭურვილობა: ციბრუტი, ფიჭის ასათლელი დანები, ფილტრები.
  • თაფლის გამოწურვის პროცესი;
  • თაფლის გამოწურვის წესები,
  • თაფლის შენახვის წესები და რეგულაციები;
  • უმწიფარი და ამჟავებული თაფლის გადამუშავების წესები: ტენიანობის შემცირება,სითბური დამუშავება;
  • მათრობელა (ტოქსიური) თაფლის გაუვნებლობის წესები: მტვრის მარცვლებისაგან გაწმენდა, ვაკუუმის პირობებში ტოქსინის აორთქლება;
  • თაფლის პირველადი დამუშავების წესები და ეტაპები: თაფლის შენახვა, ჩამოსხმა, მარკირება;
  • თაფლის შენახვის წესები: ჭურჭელი, შენახვის ადგილი(ტემპერატურა 10 გრადუსს არ აღემატებოდეს, ტენანობა 60%-ს), შენახვის რეჟიმი: ტემპერატურა, ტენიანობა.
  • ფალსიფიცირების გამოცნობის მეთოდები;
  • თაფლის წარმოების შრომის უსაფრთხოების ნორმები
  • თაფლის წარმოების სანიტარულ-ჰიგიენური წესები
  • ფუტკართან მუშაობის უსაფრთხოების საშუალებები (ნიღაბი, სპეციალური ტანსაცმელი, ხელთათმანი, დაბალყელიანი წუღები, საბოლებელი) და ვეტ-სანიტარული სამუშაოების ჩატარების დამცავი საშულებები (აირწინაღები, რესპირატორი, დამცველი სათვალე, რეზინის ხელთათმანი), მათი მიზნობრივად გამოყენება;
  • დერატიზაციას, დეზინფექციას და დეზინსექციას ჩატარების წესები;
  • საფუტკრეში არსებული სახანძრო უსაფრთხოების წესები: მუშაობის დასრულებისას საფუტკრის შემოწმება, საფუტკრის ხმელი ბალახისგან გასუფთავება;
  • ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა: ცეცხლსაქრობი, ხიშტა ნიჩაბი, ნიჩაბი, ფიწალი, ძალაყინი, ბარჯი, კავი ხის სახელურით, სათლი, ქვიშიანი ყუთი, ხანძარსაწინააღმდეგო წყლის შესანახი ჭურჭელი (მცირე რეზერვუარი).
  • ფუტკართან მუშაობის დროს უცხო პირთა ყოფნის შეზღუდვის მოთხოვნები.

 

  • თაფლის ამოღების პერიოდის შერჩევა
  • თაფლის გამოწურვისთვის ადგილის
  • შერჩევა სანიტარულ-ჰიგიენური წესების გათვალისწინებით,;
  • თაფლის ამოწურვა საჭირო აღჭურვილობის გამოყენებით;
  • თაფლის დაფასოება წესების დაცვით
  • თაფლის შენახვა წესების დაცვით
  • თაფლის ამოწურვისას შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა
  • თაფლის ამოწურვისას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • უმწიფარ და ამჟავებულ თაფლის გადამუშავება;
  • მათრობელა (ტოქსიური) თაფლის გაუვნებლობა;
  • თაფლის პირველად დამუშავება;
  • თაფლის შენახვა
  • თაფლის შეფასება და სარეალიზაციოდ მომზადება
  • შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა

შეფასება

ჩაერთე მეფუტკრეობის პროგრამაში

პროექტებზე რეგისტრაცია სრულიად უფასოდ შეუძლიათ ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს

აირჩიე (ერთი ან რამდენიმე) ინტერესის სფერო: