კონტაქტი
ყოფილი ტრესტის შენობა
დეკანოზიშვილების ქ. 1
+995 571 333 303
info@multichiatura.ge
კლუბის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა აქტივობების დახმარებით: მედიაწიგნიერება, დებატკლუბი, საჯარო გამოსვლების ხელოვნება.
პროექტის ფარგლებში ჭიათურის მულტიფუნქციურმა ცენტრმა გააფორმა პარტნიორობის მემორანდუმი აშშ-ს საელჩოსთან, რის შედეგადაც ქუთაისის ამერიკულ კუთხესთან თანამშრომლობით განხორციელდა კურსი – დებატკლუბი და საჯარო გამოსვლების ხელოვნება.
კურსი მოიცავს დებატებისა და საჯარო გამოსვლის ხელოვნებას შესწავლას, არის სრულიად უფასო და მოიაზრებს მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას დისკუსიებსა და მსჯელობებში.
მედიაწიგნიერების მიმართულებას ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე წარუძღვება. არაერთ საინტერესო სტუმართან ერთად, მოსწავლეები შეძლებენ საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას, დახვეწას და განვითარებას.
თანამედროვე, ციფრულ ხანაში მედიაწიგნიერების როლი ყოველდღიურად იზრდება. ინფორმაციისა და სიახლეების ამ უწყვეტ ნაკადში, მნიშვნელოვანია, თითოეულ ბავშვს განვითარებული ჰქონდეს როგორც შემოქმედებითი აზროვნება, ასევე – კრიტიკული.
თითოეული პროექტი “ჯორჯიან მანგანეზის” მხარდაჭერით ხორციელდება.
ყოფილი ტრესტის შენობა
დეკანოზიშვილების ქ. 1
+995 571 333 303
info@multichiatura.ge