მედიაწიგნიერების კონკურსი

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში წარმატებით განხორციელდა პროექტი „მედიაწიგნიერების სკოლა“. ის სამი თვე მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 43-მა სკოლის მოსწავლემ. ახალგაზრდები ძირითადად ჭიათურის ქალაქის სკოლებს და სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს წარმოადგენდნენ.

სწავლების ამ მეთოდით მოწვეულმა ტრენერმა, ჟურნალისტმა დავით ლიკლიკაძემ აამაღლა მათი ცნობიერება მედიაწიგნიერების, როგორც 21-ე საუკუნის ციფრული გამოწვევის წინაშე. მედია, მთელი თავისი მრავალფეროვნებით, ძლიერად მონაწილეობს თანამედროვე ბავშვების ცხოვრებაში. რადიო, ტელევიზია, ჟურნალები და სხვა მედიასაშუალებები მძლავრ გავლენას ახდენს ჩვენ მიერ სამყაროს აღქმაზე. გავლენას, რომელიც ხშირად პატარა ასაკიდან იწყება.

იმისთვის, რომ მოზარდები მედიაში ჩაერთონ და მის კრიტიკულ მომხმარებლებად იქცნენ, საჭიროა უნარებისა და ქცევების ჩამოყალიბება-განვითარება. ეს უნარები მოიცავს მედიისადმი წვდომის შესწავლას საბაზო დონეზე, მის კრიტიკულ ანალიზს, რომელიც რამდენიმე საკვანძო კონცეფციას ემყარება, მედიის შეფასებას, რომელიც ანალიზის შედეგადაა შესაძლებელი. გამომდინარე აქედან შეიძლება ითქვას ჭიათურაში განხორციელებული პროექტი ინოვაციური იყო. ინოვაციური იმდენად, რამდენადაც ჭიათურაში არ არიან განებივრებული მოსწავლეები მსგავს პროგრამებში ინტეგრირდნენ. ამას აქვს მისი ობიექტური მიზეზები, მთავრი მათი და მათი მშობლების მოწყვლადობა ფინანსური კუთხით და გეოგრაფიული არეალი, რადგან მათ არ შეუძლიათ დიდ ქალაქებში ჩაერთონ თუნდაც უფასო პროექტებში.

პროექტის მიმდინარეობისას იმთავითვე ცნობილი იყო, რომ დასასრულს გამოცხადდებოდა კონკურსი. მისი დაფარვის არეალი სრულიად საქართველო იქნება, ასაკი კი განისაზღვრება 13 დან 18 წლამდე. კონკურსის თემატიკა ცხადია მედია წიგნიერების საშუალებით ყალბი და ნამდვილი ამბების, ასევე პროპაგანდისა და სინამდვილის გარჩევას წარმოადგენს. საქართველოში გავრცელებული ყალბი ამბები, როგორც ჩანს,  ევროკავშირისა და დასავლეთ ევროპული ღირებულებებისადმი შიშის გავრცელებას უწყობს ხელს. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებას ახდენს და ფაქტების გადამოწმების გზით მათ უარყოფას ცდილობს. თუმცა, ბევრად ეფექტიანი ყალბი ინფორმაციების გავრცელების პრევენციაა, რის მიღწევაც მედიაწიგნიერებითაა შესაძლებელი. ეს ცოდნა მნიშვნელოვანია.

კონკურსის სახელწოდებაა- „ნამდვილი და ყალბი ამბების გარჩევა მედიაწიგნიერების საშუალებით“. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა შემოგვთავაზონ სტატია, ესსე, მოსაზრება ან რეალობიდან აღებული კაზუსი, რომელშიც კარგად გამოჩნდება აპლიკანტის მომზადება მედიაწიგნიერების კუთხით. ამასთან მონაწილე თავად ირჩევს თემატიკას და გადმოცემის დიზაინს. მასალა გადმოცემული უნდა იყოს მკაფიო და გასაგებ ენაზე და უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 500 სიტყვისგან.

კონკურსის მიზანი ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა.

საკონკურსო მასალები მიიღება 15 აპრილამდე.

მთელი ამ ხნის მანძილზე ღია კარის დღე იქნება ონლაინ, შეგიძლიათ კითხვებით მიმართოთ დავით ლიკლიკაძეს, როგორც სოციალურ ქსელში dato liklikadze ( https://www.facebook.com/liklikadze) ასევე მობილურსა (577 500 942, 595 11 44 82) და ელექტრონულ ფოსტაზე- Info@multichiatura.ge

 

კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს:

პირველი ადგილი- 1 500 ლარი

მეორე ადგილი- 1 000 ლარი

მესამე ადგილი- 500 ლარი

შეფასების კრიტერიუმები:

  • რამდენად სწორად აქვს აპლიკანტს დანახული დავალების სიზუსტე.
  • რამდენად არის გარჩეული ნამდვილი და ფეიკი ამბების პრობლემა
  • რამდენად გამართულად წერს და მარტივი ენით
  • რამდენად გამოიყენა წყაროები და ყველა საჭირო მექანიზმი
  • რამდენად ეთიკურია წერის მანერა
  • რამდენად კრიტიკულია აპლიკანტის აზროვნება
  • რამდენად შემოქმედებითია წერის დროს
 

არ გასწორდება და კონკურს აპელაციის გარეშე გამოეთიშება ნაშრომი:

  • რომელშიც გამოყენებულია სიძულვილის ენა
  • ნაშრომი რომელიც არ პასუხობს დავალებას
  • თუ გამოყენებული იქნება პლაგიატი
 

მასალები უნდა გამოაგზავნოთ გნებავთ PDF , გნებავთ Word-ის ფაილით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Info@multichiatura.ge

აუცილებლად უნდა მიუთითოთ „მედიაწიგნიერების კონკურსი“

ნაშრომის ბოლოს უნდა დაიტანოთ თქვენი სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი (ქალაქი, მუნიციპალიტეტი, დაბა, სოფელი), ასაკი და სკოლა სადაც სწავლობთ,  მობილურის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

აირჩიე (ერთი ან რამდენიმე) ინტერესის სფერო: