კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე ვებ-გვერდით გათვალისწინებული სერვისების მიღებით თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ სრულად გაეცანით და დაიცავთ ვებ-გვერდით სარგებლობის შემდეგ პირობებსა და წესებს:

ინფორმირებული ხართ, რომ ეს ვებ-გვერდი წარმადგენს სს „დუერსი“-ს საკუთრებას და სწორედ იგი ახორციელებს ადმინისტრირებას. ჩვენი საიდენტიფიკაციო ნომერია: 405459230, ხოლო ჩვენი ელ. ფოსტის მისამართია: Info@multichiatura.ge ;

ვებ-გვერდის ადმინისტრატორი უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეცვალოს ვებ-გვერდი, დაამატოს ან შეამციროს მისი ფუნქციები, იერსახე ან სრულად შეცვალოს შინაარსი. ამასთან, ამ ვებ-გვერდზე ადმინისტრატორის მიერ განთავსებულ ნებისმიერ მასალაზე ინტელექტუალური საკუთრება ეკუთვნის სს „დუერს“ ან/და მის უფლებამონაცვლეს;

ვებ-გვერდის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გონივრული საფუძვლის არსებობისას შეწყვიტოს სერვისების მიწოდება ან შეაჩეროს ვებ-გვერდის ფუნქციონირება კონკრეტული მომხმარებლისათვის, დროებით ან სრულად, რაზეც ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს ვებ-გვერდის ფუნქციონერის სრულად შეწყვეტაზე;

ვებ-გვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს ნებისმიერ ლინკზე, დამატებაზე, რომელსაც გადაჰყავხართ სხვა ვებ-გვერდზე და ამ უცხო ვებ-გვერდების მიერ თქვენს შესახებ (მომხმარებლის ან/და ნებისმიერი ვიზიტორის) მოპოვებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე;

მომხმარებელი ან/და ვიზიტორი აცნობიერებს და ეთანხმება, რომ მისი პასუხისმგებლობაა მის მიერ შექმნილი პროფილის მონაცემების სახელისა და პაროლის ასევე სხვა ტიპის მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა. მხოლოდ მომხმარებელი ან/და ვიზიტორია პასუხისმგებელი იმ პირთა წრის ქმედებებისთვის, რომელთაც შეიძლება პირადი ნაცნობობით ან/და სხვაგვარად მომხმარებლის ან/და ვიზიტორის ქმედებებით ან უმოქმედობით ხელი მიუწვდებოდეს, იცოდეს ან გაიგოს ან შეძლოს ამ ვებ-გვერდით მისი პროფილით, სახელით ან მისი ანგარიშებით სარგებლობა, ასევე მხოლოდ მომხმარებელი ან/და ვიზიტორია პასუხისმგებელი ასეთი პირების მიერ ვებ-გვერდზე მისი სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე;

მომხმარებლის ან/და ვიზიტორის მიერ ამ ვებ-გვერდზე რაიმე ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის დამატება/ატვირთვა უნდა განხორციელდეს კანონმდებლობისა და ვებ-გვერდის წესებთან სრული თავსებადობით;

ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეუზღუდავად შეამოწმოს მომხმარებლის ან/და ვიზიტორის მიერ განთავსებული ინფომაცია, დაამუშავოს ისინი, მათ შორის მომხმარებელის ან/და ვიზიტორის მიერ დამატებული/ატვირთული ინფორმაცია:

არ უნდა შეიცავდეს უხამს, პორნოგრაფიულ, შეურაცხმყოფელ, შევიწროების, ადევნების, მუქარის, დაშინების, ძალადობის, პროვოცირების, სიცრუის, ცილისწამების, ტერორიზმის, ტრეფიკინგის, ეთნიკური, რასობრივი შუღლის, სქესობრივი შევიწროების ან/და ნებისმიერ იმგვარ შინაარსს რაც იწვევს ნებისმიერი პირის დეჰუმანიზაციას ან/და საფრთხეს უქმნის ნებისმიერი პირს ან მშვიდობასა და საჯარო წესრიგს;

არ უნდა შეიცავდეს იმგვარ შინაარსს რაც პირდაპირ ან/და ირიბად არღვევს ნებისმიერი მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას ან/და ნებისმიერ სხვა პირად ქონებრივ ან/და არაქონებრივ უფლებებს;

მათ შორის დაუშვებელია სათანადო წინასწარი, რთული წერილობითი ფორმით გაცემული მინდობილობის გარეშე მესამე პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების ან/და იდენტობის გამოყენება ვებ-გვერდზე რეგისტრირების ან ასეთ პირის სახელით მოქმედების მიზნით;

აკრძალულია ერთი პირის მიერ სხვადასხვა ანგარიშების შექმნა ან/და სხვისი სახელით მოქმედება;

აკრძალულია ნებისმიერ იმგვარი ინფორმაციის დამატება/ატვირთვა რაც შეიცავს სპამს, ვირუსებს, ან/და გამიზნულია ვებ-გვერდის პაროლების, ანგარიშების, მომხმარებელთა ან/და ვიზიტორების შესახებ ინფორმაციის უკანონო მოპოვებისკენ;

ნებისმიერი სხვაგვარი ქმედება რაც არაკეთილსინდისიერია, მართლსაწინააღმდეგოა, თაღლითურია ან დანაშაულებრივია ან/და ზიანს აყენებს ვებ-გვერდის ადმინისტრაციას ან/და ნებისმიერ სხვა პირს ნებისმიერი ფორმით და წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას;

მომხმარებლის ან/და ვიზიტორის ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს კანონერი და გამოყენებული მხოლოდ კანონითა და წინამდებარე წესებით გათვალისწინებული მიზნით;

მომხმარებლის ან/და ვიზიტორის მიერ დამატებული ან/და ატვირთული ნებისმიერი ინფორაცია უნდა იყოს სრული, სწორი და ზუსტი, რაც შეიძლება აკურატულად აღწერილი და ფაქტორივად მართებული გზით წარმოდგენილი.

ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეუზღუდავად გაეცნოს ვებ-გვერდზე ატვირთულ ინფორმაციას, მათ შორის ამ ინფორმაციის ან/და მასალის დამუშავების მიზნით შეამოწმოს მათი სისწორე, სიზუსტე, მოითხოვოს დამატებითი მასალების, დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის წარდგენა.

ადმინისტრაცია ვალდებულია ინფორმაციის დამუშავებისას დაიცვას პერსონალური მონაცემების შესახებ საქართველოს კანონი. კერძოდ, ადმინისტრაცია

ინფორმაციის დამუშავებისას განსაკუთრებით პერსონალური მონაცემების დამუშავებისას დაიცავს კონფიდენციალურობას და არ გადასცემს მესამე პირებს გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მომხმარებელი/ვიზიტორი ინფორმირებულია, რომ მის შესახებ დამუშავებული ინფორმაცია მოიცავს (სახელსა და გვარს, პირად ნომერს, მისამართს, ელ. ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ნომრებს, IP მისამართს, ჩვენ ვებ-გვერდზე ატვირთულ ნებისმიერ ინფორმაციას მათ შორის ბიზნეს-გეგმებს).

არ გამოიყენებს პერსონალურ ინფორმაციას არამართლზომიერად და მოთხოვნისამებრ მიაწოდებს ინფორმაციას ვიზიტორს/მომხმარებელს მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე. წერილობითი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში კი წაშლის ვიზიტორის/მომხმარებლის შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებს თუ იგი არასწორია, სცდება კანონით ან/და წინამდებარე წესებით დადგენილ ფარგლებს ან ლახავს პირის კანონიერ ინტერესს.

ადმინისტრაცია ასევე არ გამოიყენებს მომხმარებლის ან/და ვიზიტორის პეროსნალურ ინფორმაციას და ინტელექტუალურ საკუთრების საგანს (ბიზნეს-გეგმას) ნებისმიერი მიზნით რაც სცდება ღიად გაცხადებულ მიზნებსა და ფარგლებს. კერძოდ, ადმინისტრაცია ვალდებულებას იღებს არ გაავრცელოს, გაყიდოს, მესამე პირს სხვაგვარად არ გადასცეს ან თავად არ დანერგოს, არ განახორციელოს მომხმარებლის ან/და ვიზიტორის მიერ შექმნილი ბიზნეს-გეგმა, რომლის შესახებაც მისთვის ცნობილი გახდა პროექტის/კონკურსის ფარგლებში.

პეროსონალურ ინფორმაციას და ინტელექტუალურ საკუთრების საგანს (ბიზნეს-გეგმას) გამოიყენებს მხოლოდ შესწავლის, შეფასების, დამუშავების მიზნით ვებ-გვერდის ან/და ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული კონკურსების, პროექტების ფარგლებში და მკაცრად მხოლოდ ამ კონკურსის ან პროექტის მიზნებისათვის, რასაც მომხმარებელი/ვიზიტორი ეთანხმება ამ წესებზე დათანხმებით.

წინამდებარე წესებსა და პირობებში კანონმდებლობაზე მითითებისას იგულისხმება საქართველოს კანონმდებლობა;

მომხმარებლის ან ვიზტორის მიერ ამ წესების დარღვევისას, ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეუჩეროს წვდომა დამრღვევს ვებ-გვერდზე, მათ შორის როგორც დროებით ისე სრულად, სამუდამოდ. მომხმარებელმა ან/და ვიზიტორმა შეიძლება თავისი ახსნა-განმარტება წარუდგინოს ადმინისტრაციას ელ. ფოსტაზე მის მიმართ ადმინისტრაციის მიერ ამ პუქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებიდან 3 დღის ვადაში. მომხმარებელი/ვიზიტორი ინფორმირებულია რომ ახსნა-განმარტების წარდგენის შედეგად ადმინისტრაციის გადაწყვეტილების ცვლილების შემთხვევაში ეცნობება იმავე ელ ფოსტაზე, რომლითაც წარმოდგენილ იქნა პრეტენზია 5 დღის ვადაში. ამ ვადაში პასუხის დაუბრუნებლობისას იგულისხმება რომ მის მიმართ გამოყენებული ღონისძიებანი ძალაში დარჩა.

ამ წესებისა და პირობების დარღვევა ასევე წარმოშობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ამასთან, ვებ-გვერდით სარგებლობასთან, სარგებლობის შეუძლებლობასთან ან სარგებლობის შედეგებთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა მათ შორის წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევასთან, შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავები წარმოადგენს საქართველოს სასამართლოების ექსკლუზიური იურისდიქციის საგანს;

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, ვებ-გვერდით სარგებლობასთან, სარგებლობის შეუძლებლობასთან ან სარგებლობის შედეგებთან დაკავშირებით,მათ შორის ვეგ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერ ინფორმაციასა თუ მასალაზე, ასევე მის დამუშავებასა და ნებისმიერ შედეგებზე ვრცელდება შემდეგი შეზღუდვა: ადმინისტრაცია არც ერთ შემთხვევაში პასუხს არ აგებს ნებისმიერი ქმედების შედეგად დამდგარ ზიანზე, თუ ეს ზიანი მოიცავს მიუღებელ შემოსავალს, ბიზნეს დანაკარგს, მოგების ან კონტრაქტრების დაკარგვას ან აქეან მომდინარე მოსალოდნელ დანახარჯებს. პასუხისმგებლობის შეზღუდვა არ მოქმედებს იმ შემთხვევებზე როდესაც პასუხისმგებლობის გამორიცხვა ან შეზღუდვა პირდაპირ აკრძალულია მოქმედი კანონმდებობით.

წინამდებარე წესებზე და პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ან/და ვიზიტორი აცხადებს პირდაპირ და გამოუთხოვად თანხმობას იკისროს ამ წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას, აღიარებს წესებისა და პირობების სამართლიანობას და სადავოდ არ ხდის მის ნამდვილობას, შინაარსს.


აირჩიე (ერთი ან რამდენიმე) ინტერესის სფერო: