თანამედროვე, ციფრულ ხანაში მედიაწიგნიერების როლი ყოველდღიურად იზრდება. ინფორმაციისა და სიახლეების ამ უწყვეტ ნაკადში, მნიშვნელოვანია, თითოეულ ბავშვს განვითარებული ჰქონდეს როგორც შემოქმედებითი აზროვნება, ასევე – კრიტიკული.
ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის მენტორობით და არაერთ საინტერესო სტუმართან ერთად, მოსწავლეები შეძლებენ საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას, დახვეწას და განვითარებას.
დასრულების შემდეგ, პროექტი უმასპინძლებს მედიაწიგნიერების კონკურსს მთელი საქართველოს მასშტაბით.
(კურსზე რეგისტრაცია შეუძლიათ ჭიათურაში მცხოვრებ მოსწავლეებს – მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით).
რეგისტრაცია დასრულდა 26 ოქტომბერს.