ჩაერთე პროექტებში

პროექტებზე რეგისტრაცია სრულიად უფასოდ შეუძლიათ ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს

portrait-of-female-student-working-at-laptop-in-co-P5GWU9L.jpg
30 +
ბენეფიციარი
0 +
კურსი
0 +
პროექტი
ციფრული აკადემია

ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ მაღალანაზღაურებად ციფრულ პროფესიებს სრულიად უფასოდ. პროგრამის მთავარი მიზანია, რომ კურსის დასრულების შემდგომ, მოახერხონ როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე დასაქმება.

ახალგაზრდები სრულიად უფასოდ გაიღრმავებენ ცოდნას კომპიუტერულ ტექნოლოგიების და უმაღლესი მათემატიკის მიმართულებით და ექნებათ შესაძლებლობა, დახვეწონ ინგლისური ენის ცოდნა.

სამოქალაქო კლუბი

კლუბის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა აქტივობების დახმარებით: მედიაწიგნიერება, დებატკლუბი, საჯარო გამოსვლების ხელოვნება. 

ეკოჭიათურა

პლატფორმის დანიშნულება ჭიათურის მასშტაბით დაბინძურებული ტერიტორიების დასუფთავებაა. ამ მნიშვნელოვან საქმეში დახმარება კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია – იქნება ეს ჭიათურის მაცხოვრებელი თუ სტუმარი

ბანაკები

მულტიფუნქციური ცენტრი სასწავლო პროგრამებთან ერთად მოსწავლეებისთვის საინტერესო კონკურსებს და აქტივობებსაც უწევს ორგანიზებას – ლაშქრობებს, ბანაკებს, კლუბებს და ფორუმებს.

ლაშქრობები

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი სასწავლო პროგრამებთან ერთად მოსწავლეებს საინტერესო სხვადასხვა კონკურსებს და აქტივობებსაც უწევს ორგანიზებას – ლაშქრობებს, ბანაკებს, კლუბებს და ფორუმებს.

მულტიფუნქციური ცენტრის სასწავლო კურსები

 მოიცავს როგორც თანამედროვე, ტექნოლოგიურ ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს, ასევე – აგრარულ მიმართულებას. ცენტრის მისიაა რეგიონში განათლების ხელშეწყობა,  ტურისტული პოტენციალის განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაცია, მოსწავლე-ახალგაზრდობის ინდივიდუალური უნარ-ჩვევებისა და ნიჭის გამოვლენა-განვითარება, ინოვაციური პროექტების გენერირება, სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება.

ჩაერთე პროგრამებში

პროექტებზე რეგისტრაცია სრულიად უფასოდ შეუძლიათ ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს

აირჩიე (ერთი ან რამდენიმე) ინტერესის სფერო: