ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს ეკოტურისტულ ლაშქრობში.
პროექტის მიზანია ჭიათურის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და ქალაქისთვის ახალი ფუნქციის შეძენა.
პროექტის მონაწილეებმა გამოცდილ გიდებთან ერთად უკვე მოინახულეს ორთვალას მღვიმე, საძალიხევის ხეობა, სვერის ციხე, ხვედელიძეების მღვიმე.
ახალგაზრდებმა საჭიროა გაითავისონ ბუნებრივი გარემოს მდგრადი გამოყენების პრინციპები და მაქსიმალურად ჩაერთონ ეკოტურისტულ აქტივობებში.
აქტივობებში სულ ასმა ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა. მომავალ სეზონზე, განვაახლებთ პროექტის ფარგლებში ჭიათურის მასშტაბით საინტერესო ადგილების აღმოჩენას.
ეკოტურისტული ლაშქრობის მხარდამჭერია კომპანია ჯორჯიან მანგანეზი