ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში აბიტურიენტების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში აბიტურიენტების სასწავლო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო. ახალ ტექნოლოგიურ სივრცეში კურსის გავლას ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მე -11 და მე -12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ. მსურველებმა აუცილებელია შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. ამისთვის მიჰყევით მითითებულ ბმულს და გაითვალისწინეთ , რომ ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი.

ჭიათურასა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მე -11 და მე -12 კლასის მოსწავლეები ახალ ტექნოლოგიურ ბაზაზე სრულიად უფასოდ შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას, კერძოდ მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ასევე შეძლებენ ინგლისური ენის დახვეწას.

პროგრამის მიზანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაცია და დასაქმების ხელშეწყობაა. სასწავლო კურსი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობას აძლევთ საჭირო უნარ – ჩვევების გამომუშავებას, ასევე სამეცნიერო საკითხებსა და კრიტიკულ აზროვნებაში გათვითცნობიერებასა.

პროექტს ახორციელებს ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. პროგრამის მონაწილეები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში, მულტიფუნქციური ცენტრისგან სპეციალურ გრანტებსაც მიიღებენ.

პროექტის მხარდამჭერია კომპანია ჯორჯიან მანგანეზი, რომელიც, მათი თქმით, მუდმივად მოქმედებს კორპორატიული, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

ღონისძიება კოვიდ-19-ით გამოწვეული რეგულაციების დაცვით გაიმართა, რომელსაც პანდემიის გათვალისწინებით ოფიციალური პირები დაესწრნენ:  კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე  და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.    

მათ დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის საქმიანობის შესახებ, უკვე განხორცილებულ და დაგეგმილ  პროექტებთან დაკავშირებით.

დღესვე, ჭიათურის „მულტიფუნქციურ ცენტრსა„ და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მიზანი რეგიონში ახალგაზრდული პოლიტიკის შექმნა და გაძლიერებაა.

 მულტიფუნქციური ცენტრი ამბიციური გეგმით განაგრძობს საქმიანობას, ორგანიზაციამ რეგიონის მასშტაბით უკვე შეძლოა ახალგაზრდებ ის დაინტერესება სხვასხვა სასწავლო პროგრამით.  მათ საშუალება აქვთ აირჩიონ სასურველი პროგრამა,  ჩაირიცხონ გადამზადების კურსზე, მიიღონ ცოდნა ან  აიმაღლონ კვლიფიკაცია. სწავლა უფასოა,   რადგან მულტიფუნქციურ ცენტრს,  ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ორგანიზაციის მთავარი დონორია.

პროფესიული მომზადება გადამზადების კურსები მრავალფეროვანია: Web Development-ი, Front End Development-ი, Backend Development-ი, Different Coding Languages, UI/UX Design-ი და Graphic Design-ი. ასევე მულტიფუნქციურ ცენტრში გაიხსნა რობოტიკის სკოლა. ამასთან, სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც რამდენიმე მიმართულებით დაიწყო სასწავლო კურსები: მეხილეობა, მეფუტკრეობა, დეოკრატიული მცენარეების გამოყვანა  და  წარმოება.  

სხვადასხვა პროფესიული მომზადება გადამზადების კურსები ჯამში ორასზე მეტ ბენეფიციარს აერთიანებს. მულტიფუნქციური ცენტრი უახლოეს პერიოდში დაინტერესებულ ახალგაზრდებს დამატებით ახალ პროგრამებსაც შესთავაზებს.

„ჯორჯიან მანგანეზის” გადაწყვეტილებით,  მულტიფუნქციურ ცენტრს ე.წ ტრესტის ყოფილი შენობა გადაეცა, რომელიც  თითქმის ასწლიან ისტორიას ითვლის. შენობას ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და მისი რეაბილიტაცია სტანდარტების დაცვით განხორციელდება.

აირჩიე (ერთი ან რამდენიმე) ინტერესის სფერო: