კონტაქტი
ყოფილი ტრესტის შენობა
დეკანოზიშვილების ქ. 1
+995 571 333 303
info@multichiatura.ge
ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ახალი ტექნოლოგიური სივრცე ჩამოყალიბდა. ახალგაზრდები სრულიად უფასოდ გაიღრმავებენ ცოდნას კომპიუტერულ ტექნოლოგიების და უმაღლესი მათემატიკის მიმართულებით და ექნებათ შესაძლებლობა, დახვეწონ ინგლისური ენის ცოდნა.
კურსდამთავრებულები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში მულტიფუნქციური ცენტრისგან სპეციალურ გრანტებს მიიღებენ. წარმატებულ მოსწავლეებს კი სრულად დაუფინანსდებათ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში. მთავარი მიზანი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაცია და დასაქმების ხელშეწყობაა.
პროექტი ჭიათურის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებზე არის გათვლილი. სასწავლო კურსი ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავებასთან ერთად მისცემს შესაძლებლობას, გამოიმუშავონ საჭირო უნარ – ჩვევები და გათვითცნობიერდნენ სამეცნიერო საკითხებსა და კრიტიკულ აზროვნებაში.
პროექტის მხარდამჭერია კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი”, რომელიც მუდმივად კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოქმედებს.
ყოფილი ტრესტის შენობა
დეკანოზიშვილების ქ. 1
+995 571 333 303
info@multichiatura.ge